გუშინ 9 სექტემბერს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ერთმანეთს პოლონეთი და ინგლისი დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
სტუმარმა გუნდმა, როგორც ყოველი მატჩის დაწყებამდე აკეთებენ, გუშინაც დაიჩოქეს - რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად.
ინგლისელების ამ ჟესტს, პოლონელთა გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ, რა დროსაც, ბაიერნის და პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მაისურზე დატანილ წარწერაზე 'Respect' თითი მიიტანა და საკუთარ გულშემატკივრებს სტვენის შეწყვეტისკენ და მეტოქის პატივისცემისკენ მოუწოდა.
იხილეთ ვიდეო: