"ლიონის" მცველი, ჟერომ ბოატენგი დღეს, 9 სექტემბერს, მიუნხენში, ყოფილ შეყვარებულზე ძალადობის ბრალდებით სასამართლოზე წარსდგება.
პროკურატურა ბაიერნის ექს ფეხბურთელს გოგონასთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს - პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა მცველმა და მისმა ყოფილმა რჩეულმა 2018 წელს იჩხუბეს.
'ეს არის ჩვენება, ჩვენების წინააღმდეგ - ბოატენგის ექს პარტნიორის მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია', - განაცხადა ბოატენგის ადვოკატმა.
თუ სასამართლო ფეხბურთელს გაამტყუნებს, მაშინ გერმანელს ციხეში 5 წლით ჩაჯდომა ემუქრება.
აქვე შეგახსენებთ, 21 თებერვალს, 25 წლის კასია ლენჰარდტი გარდაცვლილი იპოვეს.