დღეს, ბაიერნის 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს ლაიპციგის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა. ბაიერნმა მეტოქე 1-4 გაანადგურა და ამაში საკუთარი წვლილი მუსიალამაც შეიტანა.
ჯამალმი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო და შემოსვლიდან 2 წუთში გოლიც გაიტანა, მოგვიანებით მან საგოლე გადაცემა სანეს გაუკეთა და მასაც გაატანინა.
სუპერ-მატჩის შემდეგ ჯამალ მუსიალა SKy Sports-ს ესაუბრა და საკუთარ გოლზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
'ბევრი არ უნდა იფიქრო, მსგავს მომენტებს ვარჯიშებზე ვამუშავებდით, უბრალოდ ზედმეტი არ უნდა იფიქრო და ყველაფერი გამოვა. დევისმაც მშვენიერი გადაცემა გამიკეთა..', - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.