მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას, 2026 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
გერმანული მედია წერდა, გორეცკას ხელფასი რეკორდმაისტერში წელიწადში 12-15 მილიონი ევროაო, თუმცა ოფიციალური წყარო კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე არაფერს ამბობს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში გორეცკამ ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 26 წლის ფეხბურთელი ბაიერნში 2018 წლიდან თამაშობს.