ბაიერნის ფრანგი ნახევარმცველი კინგსლი კომანი გამოაკლდა. ფეხბურთელს გულის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრები დაამშვიდა:
'კომანს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. გულის არითმია ჰქონდა, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მალე თამაშის განახლება შეეძლება.
ბოლო პერიოდში ის ცუდად სუნთქავდა და ნაკლები ინტენსივობით თამაშობდა. საბედნიეროდ, პრობლემა სწრაფად აღმოვაჩინეთ. ეს მხოლოდ პატარა ოპერაცია იყოდა დარწმუნებული ვარ, მალე 100%-ით მზადყოფნაში დაგვბირუნდება', - განაცხადა ნაგელსმანმა.