დღეს, მიუნხენის ბაიერნის 33 წლის თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის ოქროს ბუცი ოფიციალურად გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალზე, პოლონელ ფეხბურთელს, სპეციალური ვიდეო მიმართვით ლივერპულის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მიულოცა წარმატება:
'გამარჯობა ლევი, გილოცავ ოქროს ბუცის მოგებას. როდესაც პირველად გავიგე, რომ ოქროც ბუცი მოიგე, გავიფიქრე: 'როგორ? მხოლოდ ახლა?' - შენ უკვე იცი, თუ რამდენი დროა საჭირო მწვერვალზე ასასვლელად, მაგრამ შენ უკვე დიდი ხანია მწვერვალზე ხარ და ეს ჯილდო დაიმსახურე.
მართლა ბედნიერი ვარ შენს გამო. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყე წლევანდელი სეზონი, არ გამიკვირდება, კვლავაც რომ მოიგო ოქროც ბუცი. სანამ ჩვენ არ ვთამაშობთ ერთმანეთის წინააღმდეგ, შეგიძლია რამდენიც გინდა, იმდენი გაიტანო', - განაცხადა კლოპმა.