დღეს, მიუნხენის ბაიერნის 33 წლის თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის ოქროს ბუცი ოფიციალურად გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალზე, სპეციალური ვიდეო-მიმართვით გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ჰანს ფლიკი ჩაერთო და პოლონელ თავდამსხმელს წარმატება მიულოცა:
'მე შენთან ერთად ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე და წილად მხვდა ბედნიერება, მენახა შენი ენთუზიაზმი და მონდომება გოლების გატანისას. მადლობა, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ მომავალში ბაიერნთან ერთად', - განაცხადა ფლიკმა.