ბრიტანული გამოცემების მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ტომას ტუხელს მიუნხენის ბაიერნის ვინგერის, კინგლის კომანის გადაბირება სურს.
შეგახსენებთ, კინგსლი კომანს ამჟამინდელი ხელშეკრულება, ბაიერნთან 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 65 მილიონ ევროს შეადგენს.
ფრანგმა შემტევმა ბაიერნში 204 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 41 გოლითა და 50 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ კომანის გადაბირებით ლივერპული და იუვენტუსიც არიან დაინტერესებულნი - ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა.