ბაიერნის დღევანდელი გუნდური ვარჯიში სერჟ გნაბრიმ და ჯამალ მუსიალამ გამოტოვეს.
წინასწარ გვინდა გითხრათ, რომ არცერთი ფეხბურთელის შემთხვევაში საქმე რთულად არაა - სერჟ გნაბრიმ ვარჯიში გაციების გამო გამოტოვა და ის რამდენიმე დღეს იუქმებს.
რაც შეეხება მუსიალას, 18 წლის ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეში დაუბრუნდება, როგორც დაიწერა ახალგაზრდა შემტევს მუხლი აწუხებს.