დღეს, მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი ბავარიის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
აღნიშნული ჯილდო, გადაეცემა პიროვნებას, ვისაც განსაკუთრებული სამუშაო აქვს გაწეული ბავარიელი ხალხისთვის. ის ითვლება, სახელმწიფოში ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ ჯილდოდ, რადგან განკარგულების თანახმად, მხოლოდ 2 000 ცოცხალი მედლის მფლობელი შეიძლება იყოს ერთდროულად.
ცერემონიალზე, ნოიერი მოკლე სიტყვით გამოვიდა:
'ბაიერნთან და ჩვენს გუნდთან ერთად, ყოველთვის კარგად წარმოვაჩენდით ბავარიას. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და იმითაც, რომ ბავარიის ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს', - განაცხადა ნოიერმა.
შეგახსენებთ, ბავარიის ღირსების ორდენით აქამდე ბაიერნის ექს-ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი (2018) და მოქმედი შემტევი ტომას მიულერი (2019) დაჯილდოვდნენ.