გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ბაიერნი სტუმრად გროიტერ ფიურტს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:3 დაამარცხა.
შეხვედრის 48-ე წუთზე, რეკორდმაისტერის მცველმა, ბენჟამინ პავარმა უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. აღნიშნული ეპიზოდი განიხილეს და დღეს უკვე ცნობილია გახდა, რომ პავარს ბუნდესლიგის მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, ბაიერნი 3 ოქტომბერს აინტრახტს, 17 ოქტომბერს კი ლევერკუზენს ეთამაშება.
ვიდეო: ბენჟამინ პავარის წითელი ბარათი