დღეს, ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბაიერნმა სტუმრად აინტრახტი მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველად, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს ბაიერნის თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა ესაუბრა:
'რა თქმა უნდა იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ. ეს იყო თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო. არ მინახავს სტატისტიკა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა.
მოცემული შანსები რომ გამოგვეყენებინა, 3-1 ანდ 4-1 მოვიგებდით და ყველანი მატჩის შემდეგ კვლავ იყვირებდა "სუპერ ბაიერნს". ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ', - თქვა მიულერმა.