გუშინ, ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბაიერნმა სტუმრად აინტრახტი მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველად, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს ბაიერნის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ესაუბრა:
'მტკივნეულია, მოგება რომ ვერ მოვახერხეთ. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ბევრი მომენტი გვქონდა...
სამომავლოდ ეს მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება', - თქვა ლევანდოვსკიმ.