ბაიერნის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმ თავისი კლიენტის მიუნხენური გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა.
მეტიც, აგენტმა დაასახელა კლუბი, სადაც შესაძლოა პოლონელმა კარიერა გააგრძელოს. საუბარია მანჩესტერ სიტიზე. ზაჰავიმ ინგლისური კლუბი 33 წლის ფორვარდის 'შესაძლო დანიშნულების ადგილად' მოიხსენია - ინფორმაციას Bild ავრცელებს.
აქამდე, ლევანდოვსკის მანჩესტერ სიტის თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან სწორედ მიუნხენის ბაიერნში უმუშავია.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკის კლუბთან არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ.