დღეს, 23:00 საათზე, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს, ბენფიკას წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გაგაცნობთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიას.
აქამდე, ბენფიკა და ბაიერნი სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ. ბაიერნმა გამარჯვება 7 შემთხვევაში მოახერხა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ბურთების სხვაობა ბაიერნის სასარგებლოდ 26:7-ზეა.
გამოდის რომ, დღეს ბენფიკა ისტორიაში პირევლად შეეეცდება გერმანული კლუბის დამარცხებას.