გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, ბაიერნი ბენფიკას ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმაც მიიღო და გოლიც მიითვალა.
პოლონელმა ფორვარდმა გუშინდელი გამარჯვებით, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ის ერთადერთი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 19 მატჩის მოგება მოახერხა. მას თან მოსდევს მანუელ ნოიერი (18) მოგებული მატჩით.