ხვალ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, ბაიერნი შინ ჰოფენჰაიმს მიიღებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს გვთავაზობს:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ზულე, ერნანდესი - ზაბიცერი, კიმიხი - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა, 17:30 საათზე დაიწყება.