მოსკოვის სპარტაკი სოციალურ ქსელში გლადბახთან მიუნხენის ბაიერნის განადგურებას გამოეხმაურა:
'მადლობა მხარდაჭერისთვის', - წერია რუსული გუნდის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე და პოსტში ბაიერნის ოფიციალური გვერდია მონიშნული.
საქმე იმაშია, რომ 24 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში სპარტაკი ზენიტს ესტუმრა და 1:7 განადგურდა. გუშინ კი ბაიერნმა გერმანიის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში გლადბახთან შეხვედრა 0:5 დათმო.