მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, მარკ როკამ ბარსელონაში გადასვლის სურვილი გამოთქვა - ინფორმაციას Finchajes ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ესპანელ ფეხბურთელს ჩავი ერნანდესთან მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გაცემული ავანსებისა, როკამ იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. 24 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 0 წუთი აქვს ნათამაშები, საერთო ჯამში კი ბაიერნის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა, ჯამში 519 წუთი.
სავარაუდოდ, როკას ტრანსფერით ბაიერნი დიდად არ დაზარალდება, თუმცა ესპანურ და გერმანულ პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ ჩავის საკუთარ გუნდში ბაიერნის კიდევ ერთი ფეხბურთელი, კინგსლი კომანი მიჰყავს, რაც ცხადია მიუნხენელებისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.