ლივერპულის და ტოტენჰემის ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:
'მესის კანდიდატურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აბსურდი იქნება, თუ ლევანდოვსკი ოქროს ბურთის გარეშე დაასრულებს კარიერას.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონში გატანილ გოლებს.... ჯერ მხოლოდ ოქტომბრის თევა და მან უკვე 22 გოლის გატანა მოახერხა. ზოგჯერ, მე ამდენი გოლი მაისის თევშიც კი არ მქონდა.
ლევანდოვსკი გამორჩეული, განსაკუთრებული ფეხბურთელია. რონალდო და მესი ყოველთვის უმაღლეს დონეზე არიან, მაგრამ ახლა ლევანდოვსკის ჯერია', - განაცხადა კრაუჩმა.