ბარსელონას და ინტერის ყოფილმა ნახევარმცველმა ლუის სუარეს მირამონტესმა მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მცირე კომენტარი გააკეთა:
'მიეცით ოქროს ბურთი ლევანდოვსკის. ჯანდაბა! წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩემსას გადავცემ', - განაცხადა 86 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი 1960 წელს მოიგო.