როგორც გერმანული და ფრანგული პრესა იტყობინება, მიუნხენის ბაიერნი და პსჟ მილანის ინტერის ნახევარმცველის, მარსელ ბროზოვიჩის ტრანსფერით დაინტერესდნენ.
ხორვატ ფეხბურთელს სერი ა-ს ჩემპიონთან არსებული კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
ინტერის სურვილია ფეხბურთელთნა კოტნრაქტის მალევე განახლება, თუმცა ფეხბურთელი მოცდას და ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას ამჯობინებს.