მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი და ნიკლას ზულე ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. აქამდე, პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზულეს დამატებას ნიუკასლი განიხილავდა და ფეხბურთელთნა მოლაპარაკებებიც დაწებული ჰქონდა.
გერმანელი მცველის აგენმა ვოლკერ სტურმა ზულეს მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა:
'არა, მოლაპარაკებები არ ყოფილა. ნიუკასლ იუნაიტედი უმდიდრესმა ადამინმა შეიძინა, რომელიც ამ კლუბს მსოფლიოში ყველაზე მდიდარ კლუბად აქცევს. სწორედ ამიტომ, ყოველ კვირას ახალი ჭორები გავრცელდება.
ახლა ზულეზე იწერება, მალე შესაძლოა კომანზე ან თუნდაც ჰოლანდზეც დაიწყონ იგივე', - განაცხადა აგენტმა.