მანჩესატერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა, რიო ფერდინანმა, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა:
'წელს გამორჩეული კანდიდატი არ გვყავს, რთულია ფავორიტის დასახელება. ასეთი მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა, არჩევნის გაკეთება ყოველთვის რონალდუსა და მესის შორის გვიწევდა.
კრიშტიანუ რონალდუ მოგებას ვერ შეძლებს, რადგანაც ტიტულები ვერ მოიგო და თანაც იმდენი გოლიც არ გაუტანია, რამდენსაც მისგან მიჩვეულნი ვართ. ვფიქრობ, ეს ლევანდოვსკის წელია. 38 მატჩში მან 56 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც წარმოუდგენელი შედეგია. ეს კრიშტიანუსა და მესის რიცხვებია.
ჟორჟინიოს კანდიდატურა კი გაუგებარია ჩემთვის. ის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ არის', – განაცხადა ფერდინანდმა.