ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დარენ ბენტმა მანჩესტერ სიტის ლევანდოვსკის ნაცვლად, ჰარი კეინის შეძენა ურჩია:
'თუ ერთი ვარიანტია ასარჩევად, მაშინ კეინს დავასახელებ, ის ახლაგაზრდაა, მაგრამ თ ტოტენჰემსა და მანჩესტერ სიტის შორის შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ გვარდიოლას გუნდს ლევანდოვსკის დამატება შეუძლია.
117 მილიონი ევრო? ხვალ ის უკვე 33 წლის იქნება, ეს კი საშინლად დიდი თანხაა. მიუხედავად ასაკისა, ლევანდოვსკი იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. თუ მის სტატისტიკას შევხედავთ, დავინახავთ რომ რეკორდებს სისტემატიურად ამხობს, მან ხომ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. მისი ასაკისთვის კიდევ ბევრს ახერხებს.
ბოლო წლებში ჩემპიონატში 30, 30, 29, 22, 34 და 41 გოლი გაიტანა. გასულ რამდენიმე წელიწადში უფრო ძლიერი გახდა. მაგრამ 117 მილიონი ევრო ძალიან ბევრია, რადგან შემდგომ ვეღარ გაიყიდება', - განაცხადა ბენტმა.