ჩელსის გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა ლონდონური კლუბი ზაფხულში დატოვოს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება.
როგორც წყარო აღნიშნავს, რუდიგერი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, არსებულის ვადა კი 2022 წელს იწურება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელის აგენტმა მისთის ახალი გუნდის ძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერისადმი ინტერესს მიუნხეის ბაიერნი იჩენს, თუმცა თავად მოთამაშეს მადრიდის რეალში გადასვლა სურს.
ჩელსი 28 წლის მცველს ყოველწლიურად 6,5 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით, თავად რუდიგერს კი 10 მილიონის მიღება სურს.
მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ინგლისის ჩემპიონატში ჩელსის მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.