პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა, რომელმაც გამოკითხვაში მიუნხენის ბაიერნის პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
დაჯილდოების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მესის ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამაც გააკეთა:
'არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ მესიმ ოქროს ბურთი უსამართლოდ მოიგო, ის ზედმეტად მაგარია', - განაცხადა გვადრიოლამ.