რეალ მადრიდის ამჟამინდელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა პოდკასტ Einfach mal Luppen-ში ოქროს ბურთი 2021-ის დაჯილდოებაზე ისაუბრა და თავისი უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა:
'ოქროს ბურთი მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ამ ჯილდოს სპორტის გუნდური სახეობის წარმომადგენელი ინდივიდუალური მიღწევებისთის იღებს და თუკი ასეთი დაჯილდოება არსებობს, მაშინ ის სამართლიანი უნდა იყოს - ჩემი აზრით, წელს აბსოლუტურად არ ყოფილა სამართლიანი დაჯილდოება.
რასაც პირველ რიგში არ ვეთანხმები, ეს ოქროს ბურთის წლევანდეილ გამარჯვებულის ვინაობაა. ჩემი აზრით, პირველ ადგილს ქარიმ ბენზემა იმსახურებდა - თუ ისინი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეძებდნენ.
მე მისი თანაგუნდელი ვარ და ძალიან კარგად ვხედავ თუ რა შეძლო და ზოგადად რა შეუძლია. მეორე ადგილზე მეც ლევანდოვსკის გავიყვანდი, ხოლო მესამეზე კი ჟორჟინიოს, რადგან მან ამ წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა', - განაცხადა კროოსმა.