ბარსელონას რომ ბოლო წლებია რთული პერიოდი უდგას, ეს ყველაზე კარგად წლევანდელმა სეზონმა დაადასტურა - ჩავის გუნდი ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში ჩარჩა და ამიერიდან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.
იმ მიზეზებზე, თუ რატომ ასპარეზობს ბაიერნი კატალონიურ გრანდზე ბევრად უკეთ ბოლო წლებია, ბარსელონას მცველმა, ხერარდ პიკემ ისაუბრა:
'ყველაფერი მარტივადაა - საქმე კლუბის მართვაშია', - ციტირებს პიკებს სიტყვებს ESPN.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ბაიერნმა შინ ბარსელონა მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.