ხვალ, 7 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი გლადბახს უმასპინძლებს.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სრულ ჩამონათვალს, ვინც ნაგელსმანის გუნდს აღნიშნული შეხვედრისთვის დააკლდება: ჩუპო მოტინგი, კომანი, დევისი, ერნანდესი, ნოიერი, ნიანზოუ, რიჩარდსი, სარი, სანე, სტანისიჩი, ტოლისო, უპამეკანო + საეჭვოა გორეცკას თამაშიც.
ასე რომ, კორონავირუსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ბაიერნის დანაკლისი მართლაც ძალიან დიდია, იგივე შემთხვევაა ბუნდესლიგის თითეული გუნდის შემადგენლობაშიც.
სწორედ ამიტომ, გერმანიის ბუნდესლიგა შეხვედრების გადადების შესაძლებლობასაც განიხილავს, ყველაფერი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაირკვევა.