როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ფეხბურთელმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა და აღნიშნულის შესახებ კლუბს უკვე ამცნო.
ადგილობრივი მედიის მტკიცებით, 26 წლის ფეხბურთელმა სასურველი კლუბი უკვე შეარჩია და მასთან წინასწარი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა კლუბის სახელი ამ დრომდე არ სახელდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გერმანელი მცველის დიდი ხნის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია და მისი დამატების სურვილი ნიუკასლ იუნაიტედს აქვს, მაგრამ იგივე წყაროების მტკიცებით, ზულემ ინგლისური კლუბის შეთავაზება დაბლოკა.
ნიკლას ზულეს დამატების ინიციატივას აგრეთვე ბარსელონა და ლონდონის ჩელსი იჩენენ.