დღეს, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბოხუმს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 4:2 დამარცხდა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან ბაიერნის გერმანელმა შუახაზელმა, იოზუა კიმიხმა ისაუბრა:
'მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. ყველაფერი დაგვაკლდა, რაც თამაშის მოსაგებადაა საჭირო. მსგავსი რამ, გლადბახის წინააღმდეგ უკვე დაგვემართა, ამიტომ სამომავლოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ჩვენ უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შემდეგი კითხვა - არის თუ არა ეს ბაიერნის მენტალიტეტი, მსგავსი რამ ბაიერნში არასდროს მინახავს', - განაცხადა კიმიხმა.