ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, გამარჯვებული კი უკვე ოფიციალურად მიუნხენის "ბაიერნი" გახდა.
საინტერესოა, როგორია ბომბარდირთა სია, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე.
როგორც "ბაიერნი" გახდა ჩემპიონი, ისე შეიძლება თამამად იმის თქმა, რომ ბომბარდირი ლევანდოვსკი გახდება.
პოლონელ ფორვარდს 33 გოლი აქვს და მეორე ადგილოსან შიკს 12 ბურთით ასწრებს.