ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა მიუნხენის “ბაიერნი” გააკრიტიკა.
“მაინცთან” წაგებული თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები ტიტულის აღსანიშნად იბიცაზე გადრინდნენ.
“ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მერე რა, რომ ტიტული მოიგეს? თამაში წააგეს, ფანები გაბრაზებულები არიან და ისინი იბიცაზე მიდიან.
გუშინდელი თამაში რომ მოეგოთ, ნაგელსმანის ადგილას ვეტყოდი, რომ იბიცაზე 3 დდით წასულიყვნენ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა”, - განაცხადა მათეუსმა.