მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა “მანჩესტერ სიტისთან” შანსები შეაფასა.
მოგეხსენებათ, 23 ივლისს “ბაიერნი” და “სიტი” ერთმანეთს ამერიკულ ტურნეზე დაუპირისპირდებიან.
“სასიამოვნოა, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, გვარდიოლას წინააემდეგ თამაშიც სასიამოვნოა, მას ბაიერნთან კარგი მოგონებები აკავშირებს.
ვფიქრობ, ამერიკელი გულშემატკივარი კარგ მატჩს და სანახაობას იხილავს”, - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.