ბოლო დღეებში, “ბაიერნის” შემტევის თომაშ მიულერის მომავალთან დაკავშირებით ბევრი იწერებოდა.
დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერში 2024 წლამდე დარჩება და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ მიულერს გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურებოდა.
მიმდინარე სეზონში მიულერის ანგარიშზე 30 მატჩში 7 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.