ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის “ბაიერნი” “ვილიარეალთან” დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ რეკორდმაისტერის გავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.
“ბაიერნი და პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ და ეს ლოგიკურია.
ბუნდესლიგაში და ლიგა 1-ში ისინი ზედმეტად დომინირები არიან, კონკურენტი არ ჰყავთ და ეს ევროტურნირებზე აისახება”, - განაცხადა ჩეფერინიმ.