მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდამ ფილიპ ლამმა თავისი გუნდის ეს სეზონი შეაფასა.
მოგეხსენებათ, წელს რეკორდმაისტერმა მხოლოდ ბუნდესლიგის მოგება შეძლო.
“როცა გერმანიის თასის მეორე ეტაპიდან ვარდები, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში წაგება არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ესპანეთის მე-7 ადგილოსან გუნდთან მაინც არ უნდა აგებდე.
ტიტულის მოგება კარგია, მაგრამ ეს ბაიერნია და საკმარისი არ არის”, - განაცხადა ლამმა.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგიდან “ვილიარეალმა” გამოაგდო.