გერმანიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "შტუტგარდი" დაუპირისპირდებიან.
ამ შეხვედრის შემდეგ, მიუნხენელი ფეხბურთელები ალიანს არენაზე საჩემპიონო ფარს აღმართავენ.
გერმანული პრესის ცნობით, ბუნა სარი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ დაპირისპირებას გამოტოვებს.
30 წლის გარემარბი "ბაიერნის" რიგებში 2 წელია ირიცხება და ჯერ მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული.