სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" შესაძლოა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
საუბარია მარკ როკაზე, რომელსაც ლოგიკურია, რომ დიდი სათამაშო დრო კონკურენციის გამო არ ეძლევა.
ცნობილია ნაგელსმანის პოზიციაც - "ბაიერნის" თავკაცის თქმით, თუ მას წასვლა სურს, პრობლემა არ აქვს და შეუძლია წავიდეს, თუმცა თუ დარჩენას გადაწყვეტს, მთავარ გუნდსი დაიტოვებს.
ასე რომ, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ის რეკორდმაისტერში 2020 წლიდან ირიცხება და მხოლოდ 14 მატჩი აქვს ჩატარებული.