გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბაიერნის" მეკარემ სვენ ულრაიხმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
საინტერესოა, რა ბედი ელის ამ გუნდის კიდევ ერთ მეკარეს, კაპიტან მანუელ ნოიერს, რომლიც მომავალზეც ბევრი იწერება.
გერმანული პრესის ცნობით, ნოიერი გუნდთან კონტრაქტს სეზონის დასრულებისთანავე გაახანგრძლივებს.
ულრაიხი კი შეგუებულია იმას, რომ სანამ "ბაიერნში" ნოიერია, სათამაშო დრო არ მიეცემა.