გერმანიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში მიუნხენის "ბაიერნი" შინ "შტუტგარდს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ერთადერთი ინტრიგა, რაც ამ მატჩს რეკორდმაისტერისთვის ჰქონდა ის იყო, რომ ისინი მატჩის შემდეგ საჩემპიონო ფარს აღმართავდნენ.
მე-8 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თავი ტომასმა გამოიჩინა, 35-ე წუთზე კი მათ ავტო-გოლი გაიტანეს.
პირველი ტაიმის მიწურულს, თომაშ მიულერმა "ბაიერნი' დააწინაურა. 52-ე წუთზე კი "შტუტგარდმა" ანგარიში გაათანარბა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
ამ ფრით "ბაიერნმა" 76 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ "დორტმუნს" 10 ქულით ასწრებს.