გუშინ, გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა სერჟ გნაბრიმ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის დირექტომა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ფეხბურთელს შევთავაზოთ ისეთი პირობები, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.
გნაბრი კარგი ფეხბურთელია, ძალიან გვიყვარს და გვსურს დარჩეს, დანარჩენი თავად გადაწყვიტოს", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.