მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა და კაპიტანმა მანუელ ნოიერმა მისი გუნდისთვის ეს სეზონი შეაჯამა.
მოგეხსენებათ, წელს რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგა მოიგო, გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან კი ნაადრევად გავარდა.
"ბუნდესლიგა კარგია, მაგრამ სათასო დაპირისპირებებში ფაქტია ცუდად გამოვედით და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, ყველა მეტოქე სერიოზულია და ასე უნდა გავიდეთ მინდორზე", - განაცხადა ნოიერმა.