რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" მეორე მეკარემ სვენ ულრაიხმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
33 წლის მეკარემ გერმანულ პრესასთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"დავასრულებ თუ არა ბაიერნში კარიერას? ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ჩემი ორგანიზმი სადამდე იქნება სათამაშოდ მზად.
ახლა სრულად მობილიზებული ვარ და აქტიურად ვვარჯიშობ, ყველაფერი იმაზეც იქნება დამოკიდებული, ექნება თუ არა კლუბს იმის სურვილი, რომ კარიერა იქ დავასრულო, - განაცხადა ულრაიხმა.