როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
შესაბამისად, მიუნხენელები მზად არიან, რომ ლევანდოვსკი ამ ზაფხულსვე გაყიდონ და მის სანაცვლოდ თანხა აიღონ.
გერმანული მედიის ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, რომ მალე პოლონელის ტრანსფერზე კლუბს ოფიციალური წერილით მიმართოს.
ცნობილია ისიც, რომ კატალონიელები მის სანაცვლოდ 30-40 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.