როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" კლუბის ახალწვეული ნუსაირ მაზრაუი დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში რეკორდმაისტერი კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.
ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელის რაიან გრავენბერხის "ბაიერნში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
ცნობილია სატრანსფერო თანხაც - იულიან ნაგელსმანი გუნდი მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონს გადაიხდის.