ბოლო პერიოდში, "ლივერპულის" სენეგალელი შემტევის სადიო მანეს "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერება.
დღეს, ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მანე "ლივერპულს" ამ ზაფხულს დატოვებს.
მისი შეძენის მთავარი კანდიდატი კი სწორედ "ბაიერნია" და რეკორდმაისტერი მის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
ცნობილია ისიც, რომ მიუნხენელები შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მანეს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.