მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.
“ჩემი ბაიერნში მოღვაწეობა დასრულებულია. იმედია, აქ ძალით არ დამტოვებენ” - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.
მისი შეძენით ყველაზე აქტიურად კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდება.