მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს, რომ სადიო მანე რაც შეიძლება მალე გადაიბიროს.
თავის მხრივ, სენეგალელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.
მათ შორისაა "პსჟ"-ც. როგორც ცნობილია, პარიზელებმა პირად კონტრაქტში მანეს უკეთესი პირობები წაუყენეს და უფრო მეტსაც იხდიან.
საინტერესოა, რა იქნება რეკორდმაისტერის შემდეგი ნაბიჯი ამასთან დაკავშირებით.